კოლეჯ „ქართლში“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „ხე-ტყის დამზადება და ტყის დაცვის სამუშაოები“ აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს

კოლეჯ „ქართლში“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „ხე-ტყის დამზადება და ტყის დაცვის სამუშაოები“ აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პროფესიული ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული უნარები ხე-ტყის დამზადებისა და ტყის დაცვის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას. კოლეჯი „ქართლი“ მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისა და აქტიურობისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ

კოლეჯ „ქართლში“ პროფესიული მომზადების პროგრამის „შშმ პირის, ბავშვის ასისტირება“ – ფარგლებში აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრებები მიმდინარეობს

კოლეჯ „ქართლში“ პროფესიული მომზადების პროგრამის „შშმ პირის, ბავშვის ასისტირება“ – ფარგლებში აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრებები მიმდინარეობს. გასაუბრებების მიზანია აპლიკანტთა მოტივაციის, ინტერესებისა და პროფესიის დაუფლების სურვილის შეფასება, ასევე აღნიშნული მიმართულებით სწავლისა და პრაქტიკული უნარების შეძენისთვის მათი მზაობის განსაზღვრა. კოლეჯი „ქართლი“ მადლობას უხდის თითოეულ აპლიკანტს გამოჩენილი ინტერესისთვის და ყველას წარმატებას უსურვებს.

კოლეჯ „ქართლში“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე “სანტექნიკური სამუშაოები” აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება მიმდინარეობს.

კოლეჯ „ქართლში“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე “სანტექნიკური სამუშაოები” აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება მიმდინარეობს. მოტივაციური გასაუბრების მიზანია კანდიდატების ინტერესის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების სურვილის შეფასება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მათი მომავალი წარმატებისთვის პროფესიულ განათლებაში. კოლეჯი„ქართლი“ წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს და მადლობას უხდის პროგრამის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის.  

საინფორმაციო შეხვედრები კოლეჯ „ქართლის“ მსმენელებთან და სტუდენტებთან.

საინფორმაციო შეხვედრები კოლეჯ „ქართლის“ მსმენელებთან და სტუდენტებთან. აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები , რომელთა მიზანია  ცნობიერების ამაღლება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. მორიგი  შეხვედრის ფარგლებში, სსიპ კოლეჯ „ქართლის“ იურისტმა, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა, ნატო ხრიკულმა მსმენელებს გააცნო პროფესიული განათლების სექტორში სტუდენტისა და მსმენელის უფლებებისა და მოვალეობების სამართლებრივი საფუძვლები, მათი დაცვის მექანიზმები და პრაქტიკული მაგალითები. […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ლაშა უსტიაშვილმა, კოლეჯის სტუდენტებსა და მსმენელებს პერსონალურ მონაცემთა მნიშვნელობის, მათი დამუშავებისა და დაცვის ძირითადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და მონაცემთა პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენების მნიშვნელობის გააზრება იყო. სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი „ქართლი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისა და მსმენელებისთვის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. […]

სსიპ კოლეჯ „ქართლის“ ხელით ელექტრორკალური შედუღების მომზადების პროგრამის მსმენელებმა თეორიული სწავლება დაასრულეს და პრაქტიკულ სწავლებაზე გადავიდნენ.

სსიპ კოლეჯ „ქართლის“ ხელით ელექტრორკალური შედუღების მომზადების პროგრამის მსმენელებმა თეორიული სწავლება დაასრულეს და პრაქტიკულ სწავლებაზე გადავიდნენ. პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში მსმენელები სწავლობენ შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადებას, მომჭიმებზე მათ სწორად აწყობასა და დამაგრებას. ისინი მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ და ეტაპობრივად ავითარებენ იმ პროფესიულ უნარებს, რომლებიც ხარისხიანი და უსაფრთხო მუშაობისთვის აუცილებელია.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – “შედუღება” აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება ჩატარდა

კოლეჯი „ქართლში“ საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – “შედუღება” აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება ჩატარდა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – “შედუღება” მოტივაციური გასაუბრების მიზანია კანდიდატების ინტერესის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების სურვილის შეფასება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მათი მომავალი წარმატებისთვის პროფესიულ განათლებაში. კოლეჯი„ქართლი“ წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს და მადლობას უხდის პროგრამის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის.

„ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები“ ფარგლებში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ცოდნა, რომელიც პრაქტიკულ უნარად იქცევა! კოლეჯ „ქართლში“ პროფესიული მომზადების პროგრამის, „ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები“ ფარგლებში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ნახევრადავტომატური ელექტრორკალური შედუღება MIG/MAG (კემპი)

პროფესიული მომზადების პროგრამის -„ნახევრადავტომატური ელექტრორკალური შედუღება“ თემატიკა მოიცავს ნახევრადავტომატური ელექტრო რკალური შედუღების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა სრულყოფილად შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე სარკინიგზო, სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, საწარმოო და სხვა დარგობრივ დაწესებულებებში. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ: უსაფრთხოების წესების აღწერას; აქტიური და ინერტული აირების გარემოში […]

შშმ პირის, ბავშვის ასისტირება

პროგრამის მიზანია მოამზადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა პერსონალური ასისტირებით დაინტერესებული პირები, იმისათვის რომ მათ შეძლონ მაღალი ხარისხის მხარდამჭერი მომსახურების მიწოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის (ფიზიკური, ინტელექტუალური, სენსორული, ფსიქიკური ან მრავლობითი დარღვევით), ცხოვრების ყველა ეტაპზე მათი ავტონომიურობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის და ეფექტური ჩართულობისთვის ფუნქციონირების ყველა სფეროში (როგორიცაა მობილობა, კომუნიკაცია, თვით-მოვლა, საოჯახო საქმიანობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში […]