კოლეჯ „ქართლში“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „ხე-ტყის დამზადება და ტყის დაცვის სამუშაოები“ აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.
პროგრამა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პროფესიული ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული უნარები ხე-ტყის დამზადებისა და ტყის დაცვის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას.
კოლეჯი „ქართლი“ მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისა და აქტიურობისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ










