პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ლაშა უსტიაშვილმა, კოლეჯის სტუდენტებსა და მსმენელებს პერსონალურ მონაცემთა მნიშვნელობის, მათი დამუშავებისა და დაცვის ძირითადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და მონაცემთა პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენების მნიშვნელობის გააზრება იყო.
სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი „ქართლი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისა და მსმენელებისთვის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.


