ნახევრადავტომატური ელექტრორკალური შედუღება MIG/MAG (კემპი)

პროფესიული მომზადების პროგრამის -„ნახევრადავტომატური ელექტრორკალური შედუღება“ თემატიკა მოიცავს ნახევრადავტომატური ელექტრო რკალური შედუღების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა სრულყოფილად შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე სარკინიგზო, სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, საწარმოო და სხვა დარგობრივ დაწესებულებებში.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ:

  1. უსაფრთხოების წესების აღწერას;
  2. აქტიური და ინერტული აირების გარემოში ლითონების შედუღებას;
  3. დამცავ აირებში შედუღებისათვის საშემდუღებლო მოწყობილობის აწყობას;
  4. დამცავ აირებში შედუღების ტექნოლოგიის აღწერას.

პროგრამა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სახელოსნოში მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე
  • დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
  • მსმენელთა შერჩევის ფორმა: მოტივაციური გასაუბრება

პროგრამაზე სწავლა უფასოა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი

კოლეჯში ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების სერვისები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს WWW.VET.EMIS.GE ან დაგვიკავშირდით კოლეჯში