სსიპ კოლეჯ „ქართლის“ ხელით ელექტრორკალური შედუღების მომზადების პროგრამის მსმენელებმა თეორიული სწავლება დაასრულეს და პრაქტიკულ სწავლებაზე გადავიდნენ.
პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში მსმენელები სწავლობენ შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადებას, მომჭიმებზე მათ სწორად აწყობასა და დამაგრებას. ისინი მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ და ეტაპობრივად ავითარებენ იმ პროფესიულ უნარებს, რომლებიც ხარისხიანი და უსაფრთხო მუშაობისთვის აუცილებელია.


