კოლეჯ „ქართლში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო

10.11.2025 #დღეს_კოლეჯ_ქართლში_ახალი_სასწავლო_წელი_დაიწყო პროფესიული მომზადების პროგრამების მსმენელებს, მასწავლებლებს და კოლეჯის ადმინისტრაციას სწავლის დაწყება მიულოცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – პაატა ჩადუნელმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – ნინო ლიპარტელიანმა, კოლეჯის პარტნიორის – ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების – საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველმა- ლელა გელაშვილმა, კოლეჯის პარტნიორის – სს “ენერგო პრო ჯორჯიას” ხაშურის მომსახურების ცენტრის მენჯერმა – პაატა ბარბაქაძემ. […]

აპლიკანტთა კონკურსი

23 ოქტომბერი – 4 ნოემბრის პერიოდში კოლეჯ “ქართლში” ჩატარდა პროფესიული განათლების სისტემის რეგულაციებით განსაზღვრული #მოტივაციური_გასაუბრებები კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ყველა პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებთან. #სწავლით_დაინტერესებულმა_პირებმა საკონკურსო კომისიასთან (რომელიც შედგებოდა კოლეჯის ადმინისტრაციის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და კოლეჯის დარგობრივი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისაგან) ინდივიდუალურად #წარმოაჩინეს პროგრამებისა და პროფესიების არჩევის მიზნობრიობა, სწავლისათვის მზაობა და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმება-თვითდასაქმების […]

ჩვენი კურსდამთავრებული: ალექსანდრე ბარბაქაძე

ალექსანდრე ბარბაქაძე 37 წელია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ სამსახურში მუშაობს, თუმცა, პროფესიული განვითარებისათვის კოლეჯი “ქართლის” პროფესიული მომზადების პროგრამაზე #ხე_ტყის_დამზადებისა_და_ტყის_დაცვის_სამუშაოები სწავლა გადაწყვიტა და დღეს უკვე დარგის #სერთიფიცირებული სპეციალისტია. ალექსანდრეს მაგალითი ნათლად უსვამს ხაზს #პროფესიული_განათლების მნიშვნელობას და მუდმივი განვითარების აუცილებლობას. არჩეული პროგრამა მას დაეხმარა მეტი #თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ათვისებაში, რაც უშუალოდ, უმოკლეს […]

ჩვენი კურსდამთავრებული – მორის დანდურიშვილი

მორის დანდურიშვილი, ხაშურის #1 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი და საქართველოს „საუკეთესო დირექტორის“ ტიტულის მფობელი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ განათლება არ სრულდება კონკრეტული ასაკით, ეტაპით ან სტატუსით. მან ახალი პროფესიული გზა კოლეჯ „ქართლში“ აირჩია და დღეს უკვე #ხელით_ელექტრო_რკალური_შედუღების პროფესიული მომზადების პროგრამის სერტიფიცირებული, წარმატებული კურსდამთავრებულია. მისი გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა, #ლიდერმა […]

ჩვენი კურსდამთავრებული: გიგა ბირკაძე

გიგა ბირკაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საჭირო, დეფიციტური, მომავალი პროფესია აირჩია და კოლეჯ “ქართლში” #სანტექნიკური_სამუშაოების პროფესიული მომზადების პროგრამაზე ისწავლა. გიგა თვლის, რომ #სწორი_არჩევანი გააკეთა – მისი მოლოდინები გამართლდა: პროფესიული განათლების მიღება კოლეჯში აღმოჩნდა მისთვის საშუალება, რითაც ინტერესს რეალურ საქმიანობად აქცევს. გთავაზობთ #ინტერვიუს გიგასთან: გიგა, რატომ #გადაწყვიტეთ პროფესიული განათლების მიღება და რა იყო მთავარი მიზეზი, […]

ჩვენი კურსდამთავრებული – ონისე ქიმერიძე

ონისე ქიმერიძემ ავტომობილებისადმი ინტერესით კოლეჯი “ქართლის“ პროფესიული მომზადების პროგრამა #საავტომობილო_შიგაწვის_ძრავების_კვების_სისტემის_სერვისი აირჩია და დღეს უკვე #სერტიფიცირებული სპეციალისტია. ონისემ თავისი არჩევანით დაამტკიცა, რომ პროფესიული განათლება მისთვის შესაძლებლობების რეალიზებასთან, დასაქმება-თვითდასაქმებასთან და #სტაბილურ_მომავალთან რეალურადაა დაკავშირებული: იგი სტაჟირებას გადის ერთ-ერთ ავტოსერვისის სახელოსნოში, დასაქმების პერსპექტივით. გთავაზობთ #ინტერვიუს ონისესთან: ონისე, რა იყო თქვენი მთავარი #მოტივაცია სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯ “ქართლში” ავტოსერვისის მიმართულების პროგრამაზე […]

ჩვენი კურსდამთავრებული – სოფიკო კიკნაძე

ოთხი შვილის დედა – სოფიკო კიკნაძე  #მრავალშვილიანობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, სოფიკო კიკნაძისთვის ეს მდგომარეობა არც საზღვრად ქცეულა და არც დაბრკოლებად: მიუხედავად ყოველდღიური დატვირთული რეჟიმისა, საკუთარ თავში იპოვა ძალა დაესახა ახალი მიზნები. დედობა იყო ის #მოტივაცია, რამაც ახალი პროფესიის დაუფლებისაკენ უბიძგა. კოლეჯ „ქართლში“ გამოცხადებული პირველი მიღება #კომპიუტერის_ქსელური_და_პროგრამული მხარდაჭერის პროფესიული მომზადების პროგრამაზე მორიგ გამოწვევად მიიღო და, […]

ჩვენი კურსდამთავრებულბი: დავით გოგალაძე და ვალერი კურტანიძე

გზა სწავლიდან დასაქმებამდე დავით გოგალაძე და ვალერი კურტანიძე კოლეჯი „ქართლის“ პროფესიული მომზადების პროგრამის – „ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები“ #წარმატებული_კურსდამთავრებულები და ნათელი მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიული განათლება გახდეს უმოკლესი გზა სტაბილური დასაქმებისკენ და კარიერული წინსვლის საწინდარი: ვალერიმ ჩვენს კოლეჯში სწავლის პერიოდში მოიპოვა კოლეჯის #პარტნიორის – სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” #სტიპენდია, რაც მისთვის კიდევ ერთი […]

ჩვენი კურსდამთავრებული – ანა შაორშაძე

ანა შაორშაძემ წარმატებით დაასრულა კოლეჯი “ქართლის” პროფესიული მომზადების პროგრამა #ბუღალტრული_აღრიცხვის_საფუძვლები და კომპიუტერული პროგრამა ORIS“. ანასთვის პროფესიული განათლება აღმოჩნდა ცოდნის, გამოცდილებისა და თავდაჯერებულობის ახალი წყარო – როგორც დედამ და აქტიურმა ქალმა, ანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწავლისა და პირადი ცხოვრების შეთავსება შესაძლებელია, როდესაც გაქვს მიზანი, მონდომება და სათანადო მხარდაჭერა. გთავაზობთ #ინტერვიუს ანასთან: ანა, რა იყო მიზეზი, […]

როგორი იყო გზა შეგირდობიდან ოსტატობამდე

#პროფესიულ_განათლებას საქართველოში დიდი #ტრადიცია აქვს. არაერთი #ხელობა, რომელიც დღეს პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება, საქართველოს შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. ძველად საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელობის ცოდნას. სწორედ ამ მიზნით მშობლები რომელიმე #ოსტატს თავიანთ შვილებს მცირე ასაკშივე აბარებდნენ, მომავალში რომ მათ თავის რჩენა შესძლებოდათ და როგორც ხშირად ამბობდნენ, „კაცი გამოსულიყო“. მშობლების მიმართვა ოსტატებისადმი ასე ჟღერდა: „ძვალი ჩემი, ხორცი შენი – გამიზარდე შვილი, ოსტატო!..“ თუმცა […]