495020960_122191110284288171_839830699638104663_n

ჩვენი კურსდამთავრებული – ანა შაორშაძე

ანა შაორშაძემ წარმატებით დაასრულა კოლეჯიქართლისპროფესიული მომზადების პროგრამა #ბუღალტრული_აღრიცხვის_საფუძვლები და კომპიუტერული პროგრამა ORIS“.

ანასთვის პროფესიული განათლება აღმოჩნდა ცოდნის, გამოცდილებისა და თავდაჯერებულობის ახალი წყაროროგორც დედამ და აქტიურმა ქალმა, ანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწავლისა და პირადი ცხოვრების შეთავსება შესაძლებელია, როდესაც გაქვს მიზანი, მონდომება და სათანადო მხარდაჭერა.

გთავაზობთ #ინტერვიუ ანასთან:

ანა, რა იყო მიზეზი, რის გამოც #აირჩიეთ ახალგახსნილი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯიქართლიდა კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულების პროგრამა?

მინდოდა ისეთი კურსი გამევლო, რომელიც თეორიასთან ერთად, პრაქტიკულ ცოდნას მომცემდა და რეალურად გამომადგებოდა მომავალში. კოლეჯიქართლიჩვენს ქალაქში გაიხსნა#პროფესიული_განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩემთვის, მქონდა ადმინისტრაციის გუნდისადმი დიდი ნდობა, გამოცხადებული პროგრამა ითვალისწინებდა ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე საკითხებსამ ყველაფერმა ადვილად მიმაღებინა გადაწყვეტილება კოლეჯში სწავლაზე.

როგორც დედა და საქმიანი ქალი, როგორ ახერხებდით სწავლისა და ყოველდღიური #პასუხისმგებლობების შეთავსებას?

სირთულე, რა თქმა უნდა, იყოოჯახის, პატარა შვილისა და ყოველდღიური საქმეების ფონზე, სწავლას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ვცდილობდი დროის სწორად განაწილებას და ვისწავლე, როგორ ვყოფილიყავი ორგანიზებულიარცერთი ლექცია არ გამიცდენია.

თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი #მოტივაცია, რაც დაგეხმარათ მთელი კურსის განმავლობაში აქტიურად ჩართულიყავით სასწავლო პროცესში?

ყოველთვის მქონდა მიზანი, რაც მეხმარებოდა არ გადამეხვია არჩეული გზიდან და ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული საქმე. ჩემი მთავარი სტიმული იყო ის, რომ ვიცოდიკოლეჯში სწავლა ჩემს პირად #განვითარებას ემსახურებოდა. ბუღალტრული აღრიცხვა ჩემთვის ახალი სფერო იყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება გამიჩენდა დამატებით შესაძლებლობებს პროფესიულ გზაზე.

როგორი შეაფასებთ კოლეჯში #სწავლის პროცესს? მასწავლებლები, სწავლების მეთოდიკა და სასწავლო გარემორას გამოარჩევდით?

სწავლის პროცესი კოლეჯის #ადმინისტრაციის მიერ იყო კარგად ორგანიზებული, #პროგრამაშრომის ბაზრის და მსმენელთა მოთხოვნების შესაბამისი, პრაქტიკაზე ორიენტირებული, რაც სწავლას კიდევ უფრო საინტერესოს, მარტივსა და სასარგებლოს ხდიდა. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ჩვენი #მასწავლებლისქალბატონი ლია ცუცქირიძის როლი ჩვენი ჯგუფის მოტივაციაში და განვითარებაში: ყოველთვის მზად იყო მაღალპროფესიონალურად გადმოეცა ჩვენთვის კონკრეტული სასწავლო თემატიკის სიღრმისეული ცოდნა და გაეზიარებინა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, გვიხსნიდა ყველაფერს დეტალურად და გვიქმნიდა მეგობრულ გარემოს. კოლეჯში არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანიჩემი #ჯგუფელები, რომლებთანაც განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და ვაგრძლებთ სწავლის შემდეგაც.

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა ექნება ამ პროგრამას თქვენს #პროფესიულ_გზაზე და გეგმავთ თუ არა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას?

პროგრამის დასრულება და პროფესიული განათლების დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტის#სერთიფიკატის მიღება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. უკვე ვგეგმავ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასპირველ რიგში, უფრო დამოუკიდებლად და სწორად ვმართო ჩემი პირადი საქმიანობის ფინანსური დოკუმენტაცია. ვფიქრობ, ეს ცოდნა მომავალში ბევრ ახალ შესაძლებლობას გამიხსნის და კარიერული განვითარებისკენ გადადგმულ მყარ ნაბიჯად იქცევა

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

14.06.2025

სხვა წარმატების ისტორიები

ცოდნა, რომელიც პროფესიად იქცა – კოლეჯი “ქართლი”-ს კიდევ ერთი წარმატებული გამოშვება! 2025-2026 სასწავლო წლის, პროფესიული მომზადების პროგრამების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პროფესიული განათლება

იწყება რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – ”ელექტროობა”. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ პორტალს – Vet.ge დაეუფლე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე ხარისხიანი განათლება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით. ხანგრძლივობა: 1 წელი დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება ჩარიცხვის

პროფორიენტაციის კვირეული გრძელდება! პროფორიენტაციის კვირეულის ფარგლებში, კოლეჯ „ქართლს“ ესტუმრნენ: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლა, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლა, სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის

კოლეჯი „ქართლი“ აცხადებს რეგისტრაციას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. რეგისტრაციის პერიოდი: 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აირჩიონ