492957337_122190822644288171_4762701381086356051_n

ჩვენი კურსდამთავრებული – მორის დანდურიშვილი

მორის დანდურიშვილი, ხაშურის #1 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი და საქართველოსსაუკეთესო დირექტორისტიტულის მფობელი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ განათლება არ სრულდება კონკრეტული ასაკით, ეტაპით ან სტატუსით. მან ახალი პროფესიული გზა კოლეჯქართლშიაირჩია და დღეს უკვე #ხელით_ელექტრო_რკალური_შედუღების პროფესიული მომზადების პროგრამის სერტიფიცირებული, წარმატებული კურსდამთავრებულია.

მისი გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა, #ლიდერმა მუდმივი განვითარება და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება ცხოვრების მიმართულებად აქციოს. კოლეჯიქართლიმისთვის გახდა განვითარების შემდეგი ეტაპისივრცე, სადაც ხელობაც და შრომაც სწავლის ნაწილად იქცა.

გთავაზობთ #ინტერვიუს ჩვენს კურსდამთავრებულთან:

მორის, რამ გადაგაწყვეტინათ ახალგასნილი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯიქართლის“ „ხელით ელექტრო-რკალური შედუღებისპროფესიულ პროგრამაზე #სწავლის_დაწყება და რა მიზნებს ისახავდით ამ არჩევანით?

ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის, გამოვყოფ რამდენიმეს: ახალი (ძალიან მოთხოვნადი) პროფესიის დაუფლების სურვილმა, სტერეოტიპის -„პროფესიული განათლება კონკრეტული სეგმენტისთვისაადამსხვრევაში პირადი წვლილის შეტანის სურვილმა და კოლეჯიქართლისუკვე არსებულმა ავტორიტეტმა.

როგორ შეაფასებდით ამ #პროგრამის_ხარისხს, სასწავლო პროცესს, თეორიულ-პრაქტიკულ ნაწილს, რამდენად პასუხობს მიღებული ცოდნა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს?

ჩემი გამოცდილებით, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროგრამა, კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროცესი სრულად პასუხობდა მსმენელის და შრომის ბაზრის მოთხოვნებს: ჩვენი მასწავლებლებისგია გიგაშვილის და გია ხერხეულიძის მაღალი პროფესიონალიზმით შესაძლებლობა გვქონდა საფუძვლიანად შეგვესწავლა ხელით ელექტრო-რკალური შედუღების თეორიული საკითხები და სამუშაოზე დაფუძნებული პრაქტიკული სწავლების მეშვეობით შეგვეძინა ის აუცილებელი, დარგისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც განაპირობებს შრომის ბაზარზე პროგრამის კურსდამთავრებულთა კონკურენტულ უპირატესობებს.

რა #უნარები_და_ცოდნა მიგაჩნიათ, ყველაზე ღირებულად ამ პროგრამაში? სამომავლოდ, სად გამოიყენებთ ამ სპეციალობას?

ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, ანუ, ადამიანისთვის, რომელიც შედუღების აპარატს პირველად შეეხო კოლეჯში, ყველა ნიუანსი ღირებულად და გამოსადეგად მიმაჩნია, მაგრამ მაინც გამოვყოფდი უსაფრთხოების ნაწილს, რადგან ამ მიმართულებით მეტი ყურადღება მართებს შემდუღებელს. ვაპირებ, ახლადშეძენილი ცოდნა კიდევ უფრო დავხვეწო და, საწყის ეტაპზე, ჰობის გარდა, გამოვიყენო პირადი, საოჯახო სამუშაოების საწარმოებლად.

თქვენი ჯგუფი განსაკუთრებულად #მეგობრული_ურთიერთობით გამოირჩეოდა. სასიამოვნოა, რომ ეს ურთიერთობა სწავლის დასრულების შემდეგაც გრძელდება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს ერთობა?

ჩვენი ჯგუფის წევრებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება მნიშვნლოვნად განაპირობეს ჩვენმა მასწავლებლებმა: მათ მიერ მოცემული რჩევები და დავალებები, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა პრაქტიკული სწავლების პროცესში, ხელს უწყობდა ჩვენს დაახლოებას. ცხადია, ჩვენც აღმოგვაჩნდა მზაობაჩემი დაკვირვებით, ვინაიდან ყველა ზრდასრულები ვიყავით, ე.წ. “მონატრებული სტუდენტობაახალი და მეგობრული ურთიერთობის საფუძვლად გვექცა.

რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს #პროფესიული_განათლების_არჩევის გზაგასაყარზე დგანან, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ტექნიკური და პრაქტიკული მიმართულებები, როგორიცაა შედუღება, აინტერესებთ?

ცხოვრების მანძილზე #უწყვეტი_განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს უწყვეტი პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა წარმოადგენს. სამსახური ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ 30 წლის მანილზე ვიმუშავებთ სრული დატვირთვით, სამსახურში 60 000-ზე მეტ საათს გავატარებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არჩეული პროფესია იყოს საინტერესო ჩვენთვის და გვაძლევდეს #მოტივაციას და საკუთარი უნარების სრულად გამოყენების შესაძლებლობას. წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც სიხარულით მიდიხარ სამსახურში და შრომა სიამოვნებას განიჭებსამის უზრუნველყოფად ის პროფესია უნდა აირჩიო ადამიანმა, რომელიც #წარმატების_მიღწევის ყველაზე მეტ შანსს მოგცემს, რომელიც გაინტერესებს.

აქვე ავღნიშნავ, რომ #პროფესიული_განათლების_მიღება, კოლეჯის პროგრამებზე სწავლა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არაა#ყველას_შეუძლია ნებისმიერ დროს გააკეთოს არჩევანი ახალი პროფესიის შესწავლაზე ან არსებულში კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასაკობრივი ზედა ზღვარი, ფაქტობრივად, არაა. ამის ცხადი მაგალითია ჩვენი ჯგუფიც, სადაც ყველა ასაკის მსმენელი იყო – 18 წლიდან 70 წლამდე და ყველამ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ პროფესიულ ზრდა-განვითარებას ასაკი არ აქვს

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

12.06.2025

სხვა წარმატების ისტორიები

სსიპ კოლეჯ „ქართლმა“ მოიპოვა პროფესიული მომზადების პროგრამის – „შშმ პირის, ბავშვის ასისტირება“ განხორციელების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯია ინკლუზიური განათლების განვითარებისა და

სსიპ კოლეჯი „ქართლი“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების პროგრამებზე: ხელით ელექტრო-რკალური შედუღება ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები   პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე სწავლის დაწყების თარიღი: 14 სექტემბერი დაშვების წინა პირობა: საბაზო განათლება

კოლეჯ „ქართლში“ საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე “ელექტროობა”- აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება დაიწყო. მოტივაციური გასაუბრების მიზანია კანდიდატების ინტერესის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების სურვილის შეფასება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მათი მომავალი წარმატებისთვის

აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი პროფესიული მომზადების პროგრამა – “ხე-ტყის დამზადება და ტყის დაცვის სამუშაოები”. მიმდინარე სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში მსმენელებმა განივითარეს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების, სპეციალური ტექნიკური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენებისა და