494139324_122186998742288171_7153518957208518401_n

ჩვენი კურსდამთავრებული – სოფიკო კიკნაძე

ოთხი შვილის დედა – სოფიკო კიკნაძე 

#მრავალშვილიანობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, სოფიკო კიკნაძისთვის ეს მდგომარეობა არც საზღვრად ქცეულა და არც დაბრკოლებად: მიუხედავად ყოველდღიური დატვირთული რეჟიმისა, საკუთარ თავში იპოვა ძალა დაესახა ახალი მიზნები. დედობა იყო ის #მოტივაცია, რამაც ახალი პროფესიის დაუფლებისაკენ უბიძგა. კოლეჯ „ქართლში“ გამოცხადებული პირველი მიღება #კომპიუტერის_ქსელური_და_პროგრამული მხარდაჭერის პროფესიული მომზადების პროგრამაზე მორიგ გამოწვევად მიიღო და, ბევრი სირთულის მიუხედავად, დღეს უკვე #სერტიფიცირებული სპეციალისტია.

გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენს კურსდამთავრებულთან:

სოფიკო, რატომ გააკეთე #არჩევანი ხაშურის მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილ კოლეჯ „ქართლზე“? როგორი იყო შენი მოლოდინები და როგორ გამართლდა?

– კოლეჯის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია მქონდა – ბუნებრვია, რადგან პირველ მსმენელებს იღებდა. თუმცა, “კომპიუტერის ქსელური და პროგრამული მხარდაჭერის” პროგრამა ძალიან #საინტერესო იყო ჩემთვის და დავრეგისტრირდი მსმენელად. პირველივე დღეს სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი: სასწავლო აუდიტორიები, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მასწავლებელი – ჩემს მოლოდინებს აჭარბებდა. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ თეორიულ ცოდნას მივიღებდი, აღმოჩნდა, რომ თეორიულ მასალას დიდი პრაქტიკული გაგრძელება ჰქონდა.

როგორ შეაფასებდი კოლეჯში მიღებულ #ცოდნასა და გამოცდილებას?

– მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მოკლევადიანი იყო და 4 თვეს მოიცავდა, ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო და, ვფიქრობ, სრულად საკმარისი იყო ეს დრო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლებისთვის: ჩვენი პროგრამის ყველა კურსდამთავრებული მზად ვართ #დამოუკიდებლად_მუშაობისთვის.

რას გვეტყვით იმ #მეთოდებზე და მიდგომებზე, რომლებიც გამოიყენებოდა სასწავლო პროცესში?

– არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი #მასწავლებლის – ბატონ დავით პეტუაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი, მისი დარგობრივი საუკეთესო გამოცდილება და პროგრამის თითოეულ #მსმენელზე_ორიენტირებულობა. პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო მასალის სიღრმისეულად ახსნის გარდა, ყოველთვის ცდილობდა დამატებით ცოდნა მოეცა ჩვენთვის, რაც ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევდა. ძალიან კომფორტული იყო მასთან ურთიერთობა.

როგორ მოახერხეთ სწავლის #შეთავსება ოჯახურ პასუხისმგებლობებთან, რა როლი შეასრულა ამაში კოლეჯის მიდგომამ?

– მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილის დედა ვარ და ჩემი საქმეც მაქვს, რაც შეიძლება ძალიან დიდი დაბრკოლება ყოფილიყო ჩემთვის, სასწავლო პროცესი არ ყოფილა ჩემთვის რთული, რადგან #მხარდაჭერა მქონდა, როგორც კოლეჯის ადმინისტრაციის, ისე მასწავლებლის მხრიდან. ზოგჯერ ჩემს პატარა შვილებთან ერთად ვესწრებოდი სასწავლო პროცესს – მე ვსწავლობდი, ისინი ხატავდნენ… მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო კოლეჯი „ქართლის“ ადმინისტრაციის მიმართ – მათი განსაკუთრებული თანადგომით, დღეს მე ჩემი #საოცნებო_პროფესიის სერტიფიცირებული კურსდამთავრებული ვარ.

რას ურჩევდით სხვა #ქალბატონებს, განსაკუთრებით მრავალშვილიან დედებს, ვინც პროფესიული განათლების მიღებაზე ფიქრობს?

– მინდა გითხრათ, რომ თქვენი შვილებია ის ძალა და მოტივაცია, რომელიც ყველა შიშს გადაგალახინებთ. დაისახეთ ახალი მიზანი #უკეთესი_მომავლისათვის, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქალაქში მოგვეცა შესაძლებლობა განვითარების – ახალი, თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიების მიღების. არ არსებობს წინაღობა, რომლის გარღვევაც ჩვენ, ქალებს არ შეგვიძლია!

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

19.05.2025

სხვა წარმატების ისტორიები

საინფორმაციო შეხვედრები კოლეჯ „ქართლის“ მსმენელებთან და სტუდენტებთან. აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები , რომელთა მიზანია ცნობიერების ამაღლება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. მორიგი შეხვედრის ფარგლებში, სსიპ კოლეჯ „ქართლის“ იურისტმა,

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ლაშა უსტიაშვილმა, კოლეჯის სტუდენტებსა და მსმენელებს პერსონალურ მონაცემთა მნიშვნელობის, მათი დამუშავებისა და დაცვის ძირითადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება

სსიპ კოლეჯ „ქართლის“ ხელით ელექტრორკალური შედუღების მომზადების პროგრამის მსმენელებმა თეორიული სწავლება დაასრულეს და პრაქტიკულ სწავლებაზე გადავიდნენ. პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში მსმენელები სწავლობენ შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადებას, მომჭიმებზე მათ სწორად აწყობასა

კოლეჯი „ქართლში“ საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – “შედუღება” აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება ჩატარდა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – “შედუღება” მოტივაციური გასაუბრების მიზანია კანდიდატების ინტერესის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების სურვილის შეფასება,