514263992_122193548006288171_6673212733070048421_n

ჩვენი კურსდამთავრებული: ალექსანდრე ბარბაქაძე

ალექსანდრე ბარბაქაძე 37 წელია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ სამსახურში მუშაობს, თუმცა, პროფესიული განვითარებისათვის კოლეჯიქართლისპროფესიული მომზადების პროგრამაზე #ხე_ტყის_დამზადებისა_და_ტყის_დაცვის_სამუშაოები სწავლა გადაწყვიტა და დღეს უკვე დარგის #სერთიფიცირებული სპეციალისტია.

ალექსანდრეს მაგალითი ნათლად უსვამს ხაზს #პროფესიული_განათლების მნიშვნელობას და მუდმივი განვითარების აუცილებლობას. არჩეული პროგრამა მას დაეხმარა მეტი #თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ათვისებაში, რაც უშუალოდ, უმოკლეს დროში წარმატებით აისახა მის ყოველდღიურ საქმიანობაზე და მუშაობის ხარისხზე.

გთავაზობთ #ინტერვიუს ალექსანდრესთან:

ალექსანდრე, რატომ #გადაწყვიტეთ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯქართლშისატყეო მიმართულების პროგრამაზე სწავლა, მით უმეტეს, რომ უკვე მუშაობდით ამ სფეროში?

თითქმის ოთხი ათეული წლის სამუშაო გამოცდილება სატყეო სამსახურში საკმაოდ დიდია და ამ დროს ბევრი რამ ვისწავლე პრაქტიკულად. თუმცა ცვლილებები ტყის მართვის სფეროში მუდმივად ხდებაშემოდის ახალი ტექნოლოგიები, საქმიანობის ახალი მეთოდები და რეგულაციური მოთხოვნები. #სტაბილური_დასაქმებისა და #წინსვლისათვის სიახლეებს მუდმივად ფეხის აწყობა ჭირდება. შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნის განახლება და გაღრმავება აუცილებელი იყო. კოლეჯის მიერ შემოთავაზებული პროგრამა სწორედ ის იყო, რომელიც გააძლიერებდა ჩემს პროფესიულ #კომპეტენციას და მომცემდა საშუალებას, უფრო მეტად #ეფექტიანი ვყოფილიყავი სამსახურში.

როგორ დაგეხმარათ აღნიშნული #პროგრამა პროფესიული თეორიული ცოდნის გაღრმავებაში და ახალი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში?

ოლეჯში სწავლისას მივიღე როგორც დეტალური, თანამედროვე #თეორიული ცოდნა, ისე საჭირო #პრაქტიკული გამოცდილება. მაგალითად, შესწავლილი ტყის დანომვრა თანამედროვე ტექნოლოგიებით უკვე ხელს მიწყობს ყოველდღიურ საქმიანობაში. შევისწავლეთ ასევე ტყის დაცვის გეგმების შედგენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტყის მართვის, ასევე ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებისთვის.

რამდენად მოსახერხებელი და ეფექტური აღმოჩნდა თქვენთვის #სწავლების ფორმატი და გარემო კოლეჯში”?

ჩემი ძირითადი სამსახურის პარალელურად სწავლა ადვილი არ არის, მაგრამ კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ სასწავლო პროცესის #ორგანიზება ძალიან მოქნილი იყო მსმენელების სამუშაო განრიგის გათვალისწინებით. წარმატებით შედგა როგორც პრაქტიკული მეცადინეობები, ისე თეორიული ლექციები ჩვენი ჯგუფის #მასწავლებლების, მეტყევეობის სფეროს მაღალკვალიფიციური წარმომადგენლებისვლადიმერ სილაგაძის და ივანე გამცემლიძის პროფესიული ძალისხმევით. მათ მიერ საკუთარი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სწავლას უფრო საინტერესოს და შედეგიანს ხდიდა.

სწავლების პროცესში რა გაძლევდათ ყველაზე მეტ #მოტივაციას და როგორ გრძნობდით საკუთარ განვითარებას?

მოტივაციას მიქმნიდა ის მოცემულობა, რომ ყოველ გაკვეთილზე ვეცნობოდი ახალ და საჭირო ინფორმაციას, რომელსაც სამსახურში პირდაპირ ვიყენებდი. განსაკუთრებით ცხადი იყო პროგრესი პრაქტიკულ დავალებებზემაგალითად, ტყის დანომრების ტექნიკის გაუმჯობესება, რომელიც ჩემთვის ადრე გამოწვევას წარმოადგენდა, ახლა კი უფრო მარტივად და ზუსტად შემიძლია.

როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად ამზადებს ასეთი პროგრამა კურსდამთავრებულს #რეალური_სამუშაოსთვის სატყეო სამსახურში და რას ურჩევდით მათ, ვინც ასეთ პროგრამაზე სწავლას აპირებს?

პროგრამა მაღალპროფესიონალურად და პრაქტიკაზე ორიენტირებით არის შედგენილი, რაც კარგად პასუხობს დარგში დღეს არსებულ სამუშაო მოთხოვნებს. პროგრამის სიძლიერე განაპირობა ასევე კოლეჯის #პარტნიორობამ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, რომლის ადგილობრივ ტერიტორიებზე ხდებოდა

პროგრამის მსმენელთა პრაქტიკული სწავლებები. ვისურვებდი და ვურჩევდი, რომ მეტმა ადამიანმა გამოიყენოს პროფესიულ კოლეჯში სწავლის შესაძლებლობა, რადგან პიროვნული განვითარების გარდა, ფორმალური განათლების მიღება აუცილებლად აამაღლებს ნებისმიერი სამსახურის მთლიან ეფექტიანობასიქნება ეს სახელმწიფო სამსახური თუ კერძო ბიზნესი ხე-ტყის დამზადების მიმართულებით.

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

30.06.2025

სხვა წარმატების ისტორიები

15.12.2025 #კოლეჯი_ქართლი_ავტორიზებულია! პროფესიული განათლების მოქმედი რეგულაციების მიხედვით, 2025 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო პროფესიულმა კოლეჯმა – “ქართლი” მიიღო #პირველი_ინსტიტუციური_ავტორიზაცია 6 წლის ვადით. #ავტორიზაციის_მიმნიჭებელი_ორგანო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით “განათლების ხარისხის განვითარების” შესახებ საქართველოს

07.11.2025 გრძელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის #სასკოლო_საზოგადოებისა და #სახელმწიფო_პროფესიული_კოლეჯი “ქართლის” ურთიერთობა #პროფორიენტაციის_კვირეულის ფორმატში ჩვენს კოლეჯს ამჯერად სტუმრობდნენ სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის #დაბა_სურამის_1_ლი_საჯარო_სკოლის წარმომადგენლები კოლეჯის #პროფესიული_ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა –

10.11.2025 #დღეს_კოლეჯ_ქართლში_ახალი_სასწავლო_წელი_დაიწყო პროფესიული მომზადების პროგრამების მსმენელებს, მასწავლებლებს და კოლეჯის ადმინისტრაციას სწავლის დაწყება მიულოცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – პაატა ჩადუნელმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – ნინო ლიპარტელიანმა, კოლეჯის პარტნიორის – ა(ა)იპ

23 ოქტომბერი – 4 ნოემბრის პერიოდში კოლეჯ “ქართლში” ჩატარდა პროფესიული განათლების სისტემის რეგულაციებით განსაზღვრული #მოტივაციური_გასაუბრებები კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ყველა პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებთან. #სწავლით_დაინტერესებულმა_პირებმა საკონკურსო კომისიასთან (რომელიც შედგებოდა