492957337_122190822644288171_4762701381086356051_n

ჩვენი კურსდამთავრებული – მორის დანდურიშვილი

მორის დანდურიშვილი, ხაშურის #1 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი და საქართველოსსაუკეთესო დირექტორისტიტულის მფობელი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ განათლება არ სრულდება კონკრეტული ასაკით, ეტაპით ან სტატუსით. მან ახალი პროფესიული გზა კოლეჯქართლშიაირჩია და დღეს უკვე #ხელით_ელექტრო_რკალური_შედუღების პროფესიული მომზადების პროგრამის სერტიფიცირებული, წარმატებული კურსდამთავრებულია.

მისი გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა, #ლიდერმა მუდმივი განვითარება და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება ცხოვრების მიმართულებად აქციოს. კოლეჯიქართლიმისთვის გახდა განვითარების შემდეგი ეტაპისივრცე, სადაც ხელობაც და შრომაც სწავლის ნაწილად იქცა.

გთავაზობთ #ინტერვიუს ჩვენს კურსდამთავრებულთან:

მორის, რამ გადაგაწყვეტინათ ახალგასნილი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯიქართლის“ „ხელით ელექტრო-რკალური შედუღებისპროფესიულ პროგრამაზე #სწავლის_დაწყება და რა მიზნებს ისახავდით ამ არჩევანით?

ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის, გამოვყოფ რამდენიმეს: ახალი (ძალიან მოთხოვნადი) პროფესიის დაუფლების სურვილმა, სტერეოტიპის -„პროფესიული განათლება კონკრეტული სეგმენტისთვისაადამსხვრევაში პირადი წვლილის შეტანის სურვილმა და კოლეჯიქართლისუკვე არსებულმა ავტორიტეტმა.

როგორ შეაფასებდით ამ #პროგრამის_ხარისხს, სასწავლო პროცესს, თეორიულ-პრაქტიკულ ნაწილს, რამდენად პასუხობს მიღებული ცოდნა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს?

ჩემი გამოცდილებით, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროგრამა, კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროცესი სრულად პასუხობდა მსმენელის და შრომის ბაზრის მოთხოვნებს: ჩვენი მასწავლებლებისგია გიგაშვილის და გია ხერხეულიძის მაღალი პროფესიონალიზმით შესაძლებლობა გვქონდა საფუძვლიანად შეგვესწავლა ხელით ელექტრო-რკალური შედუღების თეორიული საკითხები და სამუშაოზე დაფუძნებული პრაქტიკული სწავლების მეშვეობით შეგვეძინა ის აუცილებელი, დარგისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც განაპირობებს შრომის ბაზარზე პროგრამის კურსდამთავრებულთა კონკურენტულ უპირატესობებს.

რა #უნარები_და_ცოდნა მიგაჩნიათ, ყველაზე ღირებულად ამ პროგრამაში? სამომავლოდ, სად გამოიყენებთ ამ სპეციალობას?

ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, ანუ, ადამიანისთვის, რომელიც შედუღების აპარატს პირველად შეეხო კოლეჯში, ყველა ნიუანსი ღირებულად და გამოსადეგად მიმაჩნია, მაგრამ მაინც გამოვყოფდი უსაფრთხოების ნაწილს, რადგან ამ მიმართულებით მეტი ყურადღება მართებს შემდუღებელს. ვაპირებ, ახლადშეძენილი ცოდნა კიდევ უფრო დავხვეწო და, საწყის ეტაპზე, ჰობის გარდა, გამოვიყენო პირადი, საოჯახო სამუშაოების საწარმოებლად.

თქვენი ჯგუფი განსაკუთრებულად #მეგობრული_ურთიერთობით გამოირჩეოდა. სასიამოვნოა, რომ ეს ურთიერთობა სწავლის დასრულების შემდეგაც გრძელდება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს ერთობა?

ჩვენი ჯგუფის წევრებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება მნიშვნლოვნად განაპირობეს ჩვენმა მასწავლებლებმა: მათ მიერ მოცემული რჩევები და დავალებები, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა პრაქტიკული სწავლების პროცესში, ხელს უწყობდა ჩვენს დაახლოებას. ცხადია, ჩვენც აღმოგვაჩნდა მზაობაჩემი დაკვირვებით, ვინაიდან ყველა ზრდასრულები ვიყავით, ე.წ. “მონატრებული სტუდენტობაახალი და მეგობრული ურთიერთობის საფუძვლად გვექცა.

რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს #პროფესიული_განათლების_არჩევის გზაგასაყარზე დგანან, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ტექნიკური და პრაქტიკული მიმართულებები, როგორიცაა შედუღება, აინტერესებთ?

ცხოვრების მანძილზე #უწყვეტი_განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს უწყვეტი პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა წარმოადგენს. სამსახური ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ 30 წლის მანილზე ვიმუშავებთ სრული დატვირთვით, სამსახურში 60 000-ზე მეტ საათს გავატარებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არჩეული პროფესია იყოს საინტერესო ჩვენთვის და გვაძლევდეს #მოტივაციას და საკუთარი უნარების სრულად გამოყენების შესაძლებლობას. წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც სიხარულით მიდიხარ სამსახურში და შრომა სიამოვნებას განიჭებსამის უზრუნველყოფად ის პროფესია უნდა აირჩიო ადამიანმა, რომელიც #წარმატების_მიღწევის ყველაზე მეტ შანსს მოგცემს, რომელიც გაინტერესებს.

აქვე ავღნიშნავ, რომ #პროფესიული_განათლების_მიღება, კოლეჯის პროგრამებზე სწავლა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არაა#ყველას_შეუძლია ნებისმიერ დროს გააკეთოს არჩევანი ახალი პროფესიის შესწავლაზე ან არსებულში კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასაკობრივი ზედა ზღვარი, ფაქტობრივად, არაა. ამის ცხადი მაგალითია ჩვენი ჯგუფიც, სადაც ყველა ასაკის მსმენელი იყო – 18 წლიდან 70 წლამდე და ყველამ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ პროფესიულ ზრდა-განვითარებას ასაკი არ აქვს

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

12.06.2025

სხვა წარმატების ისტორიები

15.12.2025 #კოლეჯი_ქართლი_ავტორიზებულია! პროფესიული განათლების მოქმედი რეგულაციების მიხედვით, 2025 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო პროფესიულმა კოლეჯმა – “ქართლი” მიიღო #პირველი_ინსტიტუციური_ავტორიზაცია 6 წლის ვადით. #ავტორიზაციის_მიმნიჭებელი_ორგანო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით “განათლების ხარისხის განვითარების” შესახებ საქართველოს

07.11.2025 გრძელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის #სასკოლო_საზოგადოებისა და #სახელმწიფო_პროფესიული_კოლეჯი “ქართლის” ურთიერთობა #პროფორიენტაციის_კვირეულის ფორმატში ჩვენს კოლეჯს ამჯერად სტუმრობდნენ სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის #დაბა_სურამის_1_ლი_საჯარო_სკოლის წარმომადგენლები კოლეჯის #პროფესიული_ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა –

10.11.2025 #დღეს_კოლეჯ_ქართლში_ახალი_სასწავლო_წელი_დაიწყო პროფესიული მომზადების პროგრამების მსმენელებს, მასწავლებლებს და კოლეჯის ადმინისტრაციას სწავლის დაწყება მიულოცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – პაატა ჩადუნელმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – ნინო ლიპარტელიანმა, კოლეჯის პარტნიორის – ა(ა)იპ

23 ოქტომბერი – 4 ნოემბრის პერიოდში კოლეჯ “ქართლში” ჩატარდა პროფესიული განათლების სისტემის რეგულაციებით განსაზღვრული #მოტივაციური_გასაუბრებები კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ყველა პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებთან. #სწავლით_დაინტერესებულმა_პირებმა საკონკურსო კომისიასთან (რომელიც შედგებოდა