506819262_122191469594288171_7258518283351038688_n

ჩვენი კურსდამთავრებული: გიგა ბირკაძე

გიგა ბირკაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საჭირო, დეფიციტური, მომავალი პროფესია აირჩია და კოლეჯქართლში#სანტექნიკური_სამუშაოების პროფესიული მომზადების პროგრამაზე ისწავლა.

გიგა თვლის, რომ #სწორი_არჩევანი გააკეთამისი მოლოდინები გამართლდა: პროფესიული განათლების მიღება კოლეჯში აღმოჩნდა მისთვის საშუალება, რითაც ინტერესს რეალურ საქმიანობად აქცევს.

გთავაზობთ #ინტერვიუს გიგასთან:

გიგა, რატომ #გადაწყვიტეთ პროფესიული განათლების მიღება და რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო პროფესიული კოლეჯიქართლიაირჩიეთ?

ყოველთვის მიზიდავდა #სახელობო საქმიანობაისეთი, სადაც შედეგს შენი ხელით ქმნი ან საკუთარი ძალებით აგვარებ პრობლემებს. მინდოდა ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც რეალური პრაქტიკით დამაინტერესებდა და მომავალში შემოსავლიან საქმიანობასაც განაპირობებდა. ბევრი ვარიანტი განვიხილე, მაგრამ კოლეჯიქართლიიმით მომეწონა, რომ ჩვენს ქალაქში გაიხსნა და აქ მხოლოდ თეორიაზე არ აკეთებდნენ აქცენტსსწავლების მეთოდი მთლიანად პრაქტიკაზეა იყო აგებული.

კონკრეტულად #სანტექნიკური_სამუშაოების მიმართულება როგორ გახდა თქვენი ინტერესის საგანი?

სანტექნიკური სისტემები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნდამენტური აუცილებლობაა როგორც საოჯახო, ისე საზოგადოებრივ დაწესებულებებში და, შესაბამისად, სანტექნიკოსის საქმე #ყოველთვის_მოთხოვნადია, ზუსტად იმ ინტერესებს ეხმიანება, რაც ყოველთვის მქონდაპრაქტიკული და ძალიან საჭირო.

როგორ წარიმართა #სწავლის_პროცესირა ტიპის ცოდნა და უნარები მიიღეთ?

პროგრამა შედეგზე ორიენტირებული იყო: სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა, თუმცა, პრაქტიკას გაცილებით მეტი დრო ეთმობოდა. #შევისწავლეთ შიდა სანტექნიკური სამუშაოების შესრულების ტექნიკები: გარე წყალსადენი ქსელიდან შენობაში შემყვანი მილის მოწყობა და ქსელთან დაერთება, შიდა წყალმომარაგების სისტემის დაკვალვის სამუშაოების შესრულება, მილსადენის შიდა ქსელის მონტაჟი, შიდა წყალარინების ქსელში დგარების, სარინი და გამომყვანი მილებისა და საწმენდი რევიზიის მოწყობა, წყალჩადინების ქსელის და სხვადასხვა სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი, უსაფრთხოების წესებიჩვენი ჯგუფის #მასწავლებელიმამუკა ხოსრუაშვილი მაღლი პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით, მეგობრულ გარემოში გვასწავლიდა და რთულ საკითხებსაც მარტივად გვიხსნიდა. ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია.

რას მიიჩნევთ ამ #პროგრამის ყველაზე ძლიერ მხარედ? რა მოგცათ ყველაზე მნიშვნელოვანიროგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად?

პროგრამის მთავარი უპირატესობა, სწორედ მისი #პრაქტიკულობაა. რაც ვისწავლე, დღეს უკვე შემიძლია დამოუკიდებლად გამოვიყენო. პროფესიულად #თავდაჯერებულობა მომემატაახლა ვიცი, რომ შემიძლია საბაზისო სანტექნიკური სამუშაოების შესრულება არა სამოყვარულო დონეზე, არამედ #პროფესიონალურად. პიროვნულად კი, #პასუხისმგებლობის გრძნობა გამიძლიერდა და ურთიერთობებშიც უფრო კომუნიკაბელური გავხდირაც დიდწილად კოლეჯში არსებულ მეგობრული გარემოს დამსახურებაა.

როგორ გეგმავთ მიღებული #ცოდნის გამოყენებას მომავალში? არის თუ არა უკვე გარკვეული მიმართულება, სადაც მუშაობას აპირებთ ან გააგრძელებთ სწავლას?

უკვე მქონდა შემთხვევები, როცა კოლეჯში მიღებული #ცოდნა_პრაქტიკულად_გამოვიყენე როგორც ჩემს სახლში, ასევე კერძო შეკვეთებზე. პროფესიული განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო სახელმწიფო #სერთიფიკატით სწავლის დადასტურება. მინდა ეს გამოცდილება ეტაპობრივად გავზარდო და მომავალში საკუთარი პროფესიული საქმიანობაც დავიწყოვგეგმავ კიდევ უფრო დავხვეწო ჩემი უნარები, რომ უფრო მრავალფეროვანი სერვისები შევთავაზო კლიენტებს და პროფესიონალი გავხდე იმ სფეროში, რაც ნამდვილად მომწონს.

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

16.06.2025

სხვა წარმატების ისტორიები

ცოდნა, რომელიც პროფესიად იქცა – კოლეჯი “ქართლი”-ს კიდევ ერთი წარმატებული გამოშვება! 2025-2026 სასწავლო წლის, პროფესიული მომზადების პროგრამების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პროფესიული განათლება

იწყება რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – ”ელექტროობა”. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ პორტალს – Vet.ge დაეუფლე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე ხარისხიანი განათლება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით. ხანგრძლივობა: 1 წელი დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება ჩარიცხვის

პროფორიენტაციის კვირეული გრძელდება! პროფორიენტაციის კვირეულის ფარგლებში, კოლეჯ „ქართლს“ ესტუმრნენ: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლა, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლა, სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის

კოლეჯი „ქართლი“ აცხადებს რეგისტრაციას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. რეგისტრაციის პერიოდი: 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აირჩიონ