494139324_122186998742288171_7153518957208518401_n

ჩვენი კურსდამთავრებული – სოფიკო კიკნაძე

ოთხი შვილის დედასოფიკო კიკნაძე 

#მრავალშვილიანობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, სოფიკო კიკნაძისთვის ეს მდგომარეობა არც საზღვრად ქცეულა და არც დაბრკოლებად: მიუხედავად ყოველდღიური დატვირთული რეჟიმისა, საკუთარ თავში იპოვა ძალა დაესახა ახალი მიზნები. დედობა იყო ის #მოტივაცია, რამაც ახალი პროფესიის დაუფლებისაკენ უბიძგა. კოლეჯქართლშიგამოცხადებული პირველი მიღება #კომპიუტერის_ქსელური_და_პროგრამული მხარდაჭერის პროფესიული მომზადების პროგრამაზე მორიგ გამოწვევად მიიღო და, ბევრი სირთულის მიუხედავად, დღეს უკვე #სერტიფიცირებული სპეციალისტია.

გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენს კურსდამთავრებულთან:

სოფიკო, რატომ გააკეთე #არჩევანი ხაშურის მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილ კოლეჯქართლზე“? როგორი იყო შენი მოლოდინები და როგორ გამართლდა?

კოლეჯის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია მქონდაბუნებრვია, რადგან პირველ მსმენელებს იღებდა. თუმცა, “კომპიუტერის ქსელური და პროგრამული მხარდაჭერისპროგრამა ძალიან #საინტერესო იყო ჩემთვის და დავრეგისტრირდი მსმენელად. პირველივე დღეს სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი: სასწავლო აუდიტორიები, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მასწავლებელიჩემს მოლოდინებს აჭარბებდა. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ თეორიულ ცოდნას მივიღებდი, აღმოჩნდა, რომ თეორიულ მასალას დიდი პრაქტიკული გაგრძელება ჰქონდა.

როგორ შეაფასებდი კოლეჯში მიღებულ #ცოდნასა და გამოცდილებას?

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მოკლევადიანი იყო და 4 თვეს მოიცავდა, ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო და, ვფიქრობ, სრულად საკმარისი იყო ეს დრო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლებისთვის: ჩვენი პროგრამის ყველა კურსდამთავრებული მზად ვართ #დამოუკიდებლად_მუშაობისთვის.

რას გვეტყვით იმ #მეთოდებზე და მიდგომებზე, რომლებიც გამოიყენებოდა სასწავლო პროცესში?

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი #მასწავლებლისბატონ დავით პეტუაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი, მისი დარგობრივი საუკეთესო გამოცდილება და პროგრამის თითოეულ #მსმენელზე_ორიენტირებულობა. პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო მასალის სიღრმისეულად ახსნის გარდა, ყოველთვის ცდილობდა დამატებით ცოდნა მოეცა ჩვენთვის, რაც ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევდა. ძალიან კომფორტული იყო მასთან ურთიერთობა.

როგორ მოახერხეთ სწავლის #შეთავსება ოჯახურ პასუხისმგებლობებთან, რა როლი შეასრულა ამაში კოლეჯის მიდგომამ?

მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილის დედა ვარ და ჩემი საქმეც მაქვს, რაც შეიძლება ძალიან დიდი დაბრკოლება ყოფილიყო ჩემთვის, სასწავლო პროცესი არ ყოფილა ჩემთვის რთული, რადგან #მხარდაჭერა მქონდა, როგორც კოლეჯის ადმინისტრაციის, ისე მასწავლებლის მხრიდან. ზოგჯერ ჩემს პატარა შვილებთან ერთად ვესწრებოდი სასწავლო პროცესსმე ვსწავლობდი, ისინი ხატავდნენმინდა დიდი მადლიერება გამოვხატო კოლეჯიქართლისადმინისტრაციის მიმართმათი განსაკუთრებული თანადგომით, დღეს მე ჩემი #საოცნებო_პროფესიის სერტიფიცირებული კურსდამთავრებული ვარ.

რას ურჩევდით სხვა #ქალბატონებს, განსაკუთრებით მრავალშვილიან დედებს, ვინც პროფესიული განათლების მიღებაზე ფიქრობს?

მინდა გითხრათ, რომ თქვენი შვილებია ის ძალა და მოტივაცია, რომელიც ყველა შიშს გადაგალახინებთ. დაისახეთ ახალი მიზანი #უკეთესი_მომავლისათვის, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქალაქში მოგვეცა შესაძლებლობა განვითარებისახალი, თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიების მიღების. არ არსებობს წინაღობა, რომლის გარღვევაც ჩვენ, ქალებს არ შეგვიძლია!

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

19.05.2025

სხვა წარმატების ისტორიები

2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება

კოლეჯი „ქართლი“ 5 წლისაა! ხუთი წელი პროფესიული განათლებისა და განვითარების გზაზე კოლეჯი “ქართლი” არის ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს: 9 პროფესიული მომზადების პროგრამას 3 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ჰყავს 176 კურსდამთავრებული

კოლეჯი „ქართლი“ საშემოდგომო მიღების ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „შედუღება“ რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით. დაშვების წინა პირობა: სრული ზოგადი განათლება. რეგისტრაცია

კოლეჯი „ქართლში“ საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიული მომზადების პროგრამებზე აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება ჩატარდა. “ზოგად ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები” “ხელით ელექტრო-რკალური შედუღება” მოტივაციური გასაუბრების მიზანია კანდიდატების ინტერესის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების სურვილის შეფასება,