495020960_122191110284288171_839830699638104663_n

ჩვენი კურსდამთავრებული – ანა შაორშაძე

ანა შაორშაძემ წარმატებით დაასრულა კოლეჯი “ქართლის” პროფესიული მომზადების პროგრამა #ბუღალტრული_აღრიცხვის_საფუძვლები და კომპიუტერული პროგრამა ORIS“.

ანასთვის პროფესიული განათლება აღმოჩნდა ცოდნის, გამოცდილებისა და თავდაჯერებულობის ახალი წყარო – როგორც დედამ და აქტიურმა ქალმა, ანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწავლისა და პირადი ცხოვრების შეთავსება შესაძლებელია, როდესაც გაქვს მიზანი, მონდომება და სათანადო მხარდაჭერა.

გთავაზობთ #ინტერვიუს ანასთან:

ანა, რა იყო მიზეზი, რის გამოც #აირჩიეთ ახალგახსნილი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი “ქართლი” და კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულების პროგრამა?

მინდოდა ისეთი კურსი გამევლო, რომელიც თეორიასთან ერთად, პრაქტიკულ ცოდნას მომცემდა და რეალურად გამომადგებოდა მომავალში. კოლეჯი “ქართლი” ჩვენს ქალაქში გაიხსნა – #პროფესიული_განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩემთვის, მქონდა ადმინისტრაციის გუნდისადმი დიდი ნდობა, გამოცხადებული პროგრამა ითვალისწინებდა ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე საკითხებს – ამ ყველაფერმა ადვილად მიმაღებინა გადაწყვეტილება კოლეჯში სწავლაზე.

როგორც დედა და საქმიანი ქალი, როგორ ახერხებდით სწავლისა და ყოველდღიური #პასუხისმგებლობების შეთავსებას?

სირთულე, რა თქმა უნდა, იყო – ოჯახის, პატარა შვილისა და ყოველდღიური საქმეების ფონზე, სწავლას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ვცდილობდი დროის სწორად განაწილებას და ვისწავლე, როგორ ვყოფილიყავი ორგანიზებული – არცერთი ლექცია არ გამიცდენია.

თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი #მოტივაცია, რაც დაგეხმარათ მთელი კურსის განმავლობაში აქტიურად ჩართულიყავით სასწავლო პროცესში?

ყოველთვის მქონდა მიზანი, რაც მეხმარებოდა არ გადამეხვია არჩეული გზიდან და ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული საქმე. ჩემი მთავარი სტიმული იყო ის, რომ ვიცოდი – კოლეჯში სწავლა ჩემს პირად #განვითარებას ემსახურებოდა. ბუღალტრული აღრიცხვა ჩემთვის ახალი სფერო იყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება გამიჩენდა დამატებით შესაძლებლობებს პროფესიულ გზაზე.

როგორი შეაფასებთ კოლეჯში #სწავლის პროცესს? მასწავლებლები, სწავლების მეთოდიკა და სასწავლო გარემო… რას გამოარჩევდით?

სწავლის პროცესი კოლეჯის #ადმინისტრაციის მიერ იყო კარგად ორგანიზებული, #პროგრამა – შრომის ბაზრის და მსმენელთა მოთხოვნების შესაბამისი, პრაქტიკაზე ორიენტირებული, რაც სწავლას კიდევ უფრო საინტერესოს, მარტივსა და სასარგებლოს ხდიდა. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ჩვენი #მასწავლებლის – ქალბატონი ლია ცუცქირიძის როლი ჩვენი ჯგუფის მოტივაციაში და განვითარებაში: ყოველთვის მზად იყო მაღალპროფესიონალურად გადმოეცა ჩვენთვის კონკრეტული სასწავლო თემატიკის სიღრმისეული ცოდნა და გაეზიარებინა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, გვიხსნიდა ყველაფერს დეტალურად და გვიქმნიდა მეგობრულ გარემოს. კოლეჯში არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი – ჩემი #ჯგუფელები, რომლებთანაც განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და ვაგრძლებთ სწავლის შემდეგაც.

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა ექნება ამ პროგრამას თქვენს #პროფესიულ_გზაზე და გეგმავთ თუ არა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას?

პროგრამის დასრულება და პროფესიული განათლების დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტის – #სერთიფიკატის მიღება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. უკვე ვგეგმავ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას – პირველ რიგში, უფრო დამოუკიდებლად და სწორად ვმართო ჩემი პირადი საქმიანობის ფინანსური დოკუმენტაცია. ვფიქრობ, ეს ცოდნა მომავალში ბევრ ახალ შესაძლებლობას გამიხსნის და კარიერული განვითარებისკენ გადადგმულ მყარ ნაბიჯად იქცევა…

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

14.06.2025

სხვა წარმატების ისტორიები

საინფორმაციო შეხვედრები კოლეჯ „ქართლის“ მსმენელებთან და სტუდენტებთან. აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები , რომელთა მიზანია ცნობიერების ამაღლება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. მორიგი შეხვედრის ფარგლებში, სსიპ კოლეჯ „ქართლის“ იურისტმა,

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ლაშა უსტიაშვილმა, კოლეჯის სტუდენტებსა და მსმენელებს პერსონალურ მონაცემთა მნიშვნელობის, მათი დამუშავებისა და დაცვის ძირითადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება

სსიპ კოლეჯ „ქართლის“ ხელით ელექტრორკალური შედუღების მომზადების პროგრამის მსმენელებმა თეორიული სწავლება დაასრულეს და პრაქტიკულ სწავლებაზე გადავიდნენ. პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში მსმენელები სწავლობენ შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადებას, მომჭიმებზე მათ სწორად აწყობასა

კოლეჯი „ქართლში“ საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – “შედუღება” აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება ჩატარდა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – “შედუღება” მოტივაციური გასაუბრების მიზანია კანდიდატების ინტერესის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების სურვილის შეფასება,