შშმ პირის, ბავშვის ასისტირება

პროგრამის მიზანია მოამზადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა პერსონალური ასისტირებით დაინტერესებული პირები, იმისათვის რომ მათ შეძლონ მაღალი ხარისხის მხარდამჭერი მომსახურების მიწოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის (ფიზიკური, ინტელექტუალური, სენსორული, ფსიქიკური ან მრავლობითი დარღვევით), ცხოვრების ყველა ეტაპზე მათი ავტონომიურობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის და ეფექტური ჩართულობისთვის ფუნქციონირების ყველა სფეროში (როგორიცაა მობილობა, კომუნიკაცია, თვით-მოვლა, საოჯახო საქმიანობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, განათლება, დასაქმება და რეკრეაცია).

პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, პერსონალური ასისტირებით დაინტერესებული პირები შეიძენენ საქმიანობის ეფექტური განხორციელებისთვის საჭირო ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და დამოკიდებულებებს და შეძლებენ რეგულარული და სპეციალიზირებული ასისტირების მომსახურების უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის შინ და გარეთ, იმ გარემოში/კონტექსტში, სადაც მათ უწევთ ყოველდღიური ფუნქციონირება, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში (როგორიცაა, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება).

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ:

  1. შშმ პირის, ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პრინციპების აღწერა;
  2. შშმ პირის, ბავშვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მნიშვნელობისა და ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობების განხილვა;
  3. საგანმანათლებლო სისტემაში პერსონალური ასისტირების სერვისის განხილვა;
  4. ფიზიკური დარღვევის მქონე შშმ პირის, ბავშვის ასისტირება;
  5. ინტელექტუალური სირთულის მქონე პირის, ბავშვის ასისტირება;
  6. ქცევის რეგულაციის დარღვევის მქონე პირის, ბავშვის ასისტირება;
  7. სენსორული (მხედველობის, სმენის) დარღვევის მქონე პირის, ბავშვის ასისტირება;
  8. პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების იდენტიფიცირება, დახმარების გაწევა და გადამისამართება.

პროგრამა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სახელოსნოში მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე
  • დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
  • მსმენელთა შერჩევის ფორმა: მოტივაციური გასაუბრება

პროგრამაზე სწავლა უფასოა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი

კოლეჯში ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების სერვისები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს WWW.VET.EMIS.GE ან დაგვიკავშირდით კოლეჯში