კომპიუტერის ქსელური და პროგრამული მხარდაჭერა

პროგრამის თემატიკა ითვალისწინებს ინფორმაციული ტექნოლოგიების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ კომპიუტერის ქსელურ-პროგრამული მხარდამჭერის მოთხოვნადი სპეციალობით თვითდასაქმება – დასაქმებას.

პროგრამა მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • პროფესიული მოვალეობებისა და დასაქმების შესაძლებლობების აღწერა
  • პერსონალური კომპიუტერული ტექნიკის შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირება
  • ოპერაციული სისტემის ინსტალაცია
  • ოპერაციული სისტემის გამართვა
  • გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია
  • Linux – ის ინსტალაცია
  • ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეების და ამ შრეებზე მომუშავე პორტების და ოქმების ფუნქციების გარჩევა
  • შესრულებული ამოცანების ანგარიშგება
  • Linux ოპერაციული სისტემის დისტრიბუტივებთან და ღია კოდის მქონე პროგრამებთან მუშაობა
  • Linux ოპერაციული სისტემის ბრძანებათა სტრიქონში მუშაობა
  • Linux ოპერციული სისტემაში ქსელის პარამეტრების ბაზისური გამართვა
  • ქსელების ფუნდამენტური პრინციპების და ტიპების გარჩევა
  • ქსელური ტექნოლოგიებისა და ქსელის ორგანიზების ძირითადი პრინციპების გარჩევა
  • პროფესიული ამოცანის დამოუკიდებლად დაგეგმვა
  • მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა

პროგრამა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სახელოსნოში მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 18 კვირა – 274 საკონტაქტო საათი, კვირაში 13 – 17 საათიანი დატვირთვით
  • დაშვების წინაპირობა: საშუალო განათლება და ასაკი 18+
  • მსმენელთა შერჩევის ფორმა:  საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება
  • პროგრამაზე ჩარიცხვა: საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით

 

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი

კოლეჯში ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების სერვისები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს WWW.VET.EMIS.GE ან დაგვიკავშირდით კოლეჯში