„შშმ პირის, ბავშვის ასისტირება“ განხორციელების უფლების მოპოვება

სსიპ კოლეჯ „ქართლმა“ მოიპოვა პროფესიული მომზადების პროგრამის – „შშმ პირის, ბავშვის ასისტირება“ განხორციელების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან.

ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯია ინკლუზიური განათლების განვითარებისა და თანასწორი შესაძლებლობების ხელშეწყობის გზაზე.

პროგრამა მოამზადებს კვალიფიციურ ასისტენტებს, რომლებიც პროფესიულ მხარდაჭერას გაუწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და პირებს, ხელს შეუწყობენ მათ აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში, სოციალურ ცხოვრებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში.

პროგრამა ასევე პასუხობს შრომის ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას და მსმენელებს მისცემს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რაც წარმატებული დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

პროგრამაზე მიღება უახლოეს თვეებში გამოცხადდება!