ცოდნა, რომელიც პროფესიად იქცა – კოლეჯი “ქართლი”-ს კიდევ ერთი წარმატებული გამოშვება!
2025-2026 სასწავლო წლის, პროფესიული მომზადების პროგრამების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პროფესიული განათლება მხოლოდ პროფესიის დაუფლება არ არის – ეს არის დამოუკიდებლობის, განვითარების და ღირსეული მომავლის შექმნის შესაძლებლობა.
სერტიფიკატები გადაეცათ შემდეგი პროგრამების კურსდამთავრებულებს:
- ხელით ელექტრო-რკალური შედურება
- ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები
- ხე-ტყის დამზადება და ტყის დაცვის სამუშაოები
- სანტექნიკური სამუშაოები
- ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და კომპიუტერული პროგრამა ORIS
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე, კურსდამთავრებულებს პროფესიული პროგრამების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სამომავლო კარიერულ საქმიანობაში წარმატება უსურვეს კოლეჯის დირექტორმა – თათია ბროლიძე, ხარისხის მართვის მენეჯერმა – ჯონი ხაჩიძე, სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერმა – ნათია გოგალაძე და პროფესიული პროგრამების მასწავლებლებმა.
ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს და ვუსურვებთ ღირსეულ კარიერულ წინსვლას, პროფესიულ წარმატებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას!













