საავტომობილო შიგაწვის ძრავების კვების სისტემის სერვისი

პროგრამის თემატიკა ითვალისწინებს მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს დროში შეძლებენ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შემკეთებლის მოთხოვნადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის ობიექტებზე.

პროგრამა მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • შიდაწვის ძრავების კლასიფიკაცია
  • ძრავის მექანიზმების დიაგნოსტირება, ნაწილებად დაშლა და აწყობა
  • გამოვლენილი უწესივრობის აღმოფხვრა და შემდგომი დიაგნოსტირება
  • ძრავის შესაძლო უწესივრობების გამოვლენა
  • ძრავის კვების სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულება
  • რემონტის შემდგომ დიაგნოსტიკა

პროგრამა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სახელოსნოში მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ

 

  • პროგრამის ხანგრძლივობა:  13 კვირა – 200საკონტაქტო საათი, კვირაში 15 -20 საათიანი დატვირთვით
  • დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება და ასაკი 18 +
  • მსმენელთა შერჩევის ფორმა:  საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება
    პროგრამაზე ჩარიცხვა:  საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით

 

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი

კოლეჯში ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების სერვისები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს WWW.VET.EMIS.GE ან დაგვიკავშირდით კოლეჯში