რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
მთავარი » რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
კოლეჯი „ქართლი“ აცხადებს რეგისტრაციას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
რეგისტრაციის პერიოდი: 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აირჩიონ პროფესიული განათლება, დაეუფლონ მოთხოვნად სპეციალობას და ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აბიტურიენტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა გადაიხადონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური, რის შემდეგაც რეგისტრაციის დასრულება შესაძლებელი იქნება 11 მაისის 18:00 საათამდე.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა – მიიღეთ ხარისხიანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება.