პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები კოლეჯში

07.11.2025

გრძელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის #სასკოლო_საზოგადოებისა და #სახელმწიფო_პროფესიული_კოლეჯი “ქართლის” ურთიერთობა

#პროფორიენტაციის_კვირეულის ფორმატში ჩვენს კოლეჯს ამჯერად სტუმრობდნენ სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის #დაბა_სურამის_1_ლი_საჯარო_სკოლის წარმომადგენლები

კოლეჯის #პროფესიული_ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა – თამუნა თათარაშვილმა ვიზიტორებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს პროფესიული განათლების სისტემისა და კოლეჯი “ქართლის” შესახებ.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით #მოისმინეს ინფორმაცია კოლეჯის პროგრამების, განვითარების გეგმებისა და სამომავლოდ პროფესიული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობების შესახებ, დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, #დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები, სახელოსნოები, სპორტული, სარეკრეაციო და სხვა მიზნობრივი სივრცეები.

კოლეჯის გეგმებშია მჭიდრო #თანამშრომლობის_განვითარება პირველ რიგში ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლებთან – პროფესიული განათლების პოპულარიზაციით, საბაზო და საშუალო განათლების მქონე #ახალგაზრდების_დაინტერესება და მოზიდვა კოლეჯში სხვადასხვა პროფესიების დასაუფლებლად, სკოლების ჩართვა პროფესიული პროგრამების განხორციელების, საპროექტო და სხვადასხვა სახის ერთობლივი აქტივობების მიმართულებებით.

#განათლება_გვაძლიერებს

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

#პროფესიულიგანათლება

#პროფესიულიორიენტაცია

#კარიერისდაგეგმვა

#პროფესია