კოლეჯ „ქართლში“ საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე “ელექტროობა”- აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება დაიწყო.
მოტივაციური გასაუბრების მიზანია კანდიდატების ინტერესის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების სურვილის შეფასება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მათი მომავალი წარმატებისთვის პროფესიულ განათლებაში.
კოლეჯი„ქართლი“ წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს და მადლობას უხდის პროგრამის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის.




