მიმდინარეობს პროფორიენტაციის კვირეული

პროფორიენტაციის კვირეული გრძელდება!

პროფორიენტაციის კვირეულის ფარგლებში, კოლეჯ „ქართლს“ ესტუმრნენ:

  • სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლა,
  • სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლა,
  • სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლა,
  • სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა,
  • სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის N9 საჯარო სკოლა,
  • სსიპ დიმიტრი ყიფიანის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვიშხეთის საჯარო სკოლა,
  • სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლა,
  • სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოპელ ალის საჯარი სკოლა,
  • სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა,
  • სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა,
  • სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა.

შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, თამუნა თათარაშვილმა, მოსწავლეებს გააცნო პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები, სწავლების ფორმატი და დასაქმების შესაძლებლობები. პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მის მიერ შექმნილ რეალურ პერსპექტივებზე.

ვიზიტის დასასრულს მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის სასწავლო აუდიტორიები და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი სახელოსნოები, რაც მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ სასწავლო გარემოსა და პროფესიული სწავლების სპეციფიკას.

მიმდინარეობს რეგისტრაცია კოლეჯი „ქართლის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა – ეწვიეთ პორტალს: online.naec.ge და გაიარეთ რეგისტრაცია.