
24 ოქტომბერს მსოფლიო აღნიშნავს #გაეროს_დაარსებიდან_80_წელს — ორგანიზაციის, რომლის მიზანია მშვიდობის, განვითარების, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დამკვიდრება მსოფლიოს ყველა კუთხეში. გაეროს ძირითადი ფასეულობები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც 1945 წელს.
საქართველო გაეროს შეუერთდა 1992 წლის 31 ივლისს https://georgia.un.org/ka
2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193-მა წევრმა ქვეყანამ 2030 წლის დღის წესრიგისათვის შეიმუშავა და მიიღო გლობალური #მდგრადი_განვითარების_მიზნები – #SDG2030, ხედვები იმის შესახებ, თუ როგორი მსოფლიო გვინდა გვქონდეს 2030 წლისათვის.
#მდგრადი_განვითარება თანამედროვე საჭიროებებს იმგვარად უნდა პასუხობდეს, რომ ამით მომავალი თაობების შესაძლებლობას – უპასუხონ მათ საჭიროებებს, გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს /მდგრადი განვითარების #კონცეფცია/
დასახული 17 გლობალური მიზანი მოიცავს 3 ძირითად სფეროს – ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიმართულებებს და ეფუძნება #კეთილდღეობაზე_ყველა_ადამიანის_თანაბარ_უფლებებს. გლობალური მიზნების მისაღწევად განსაზღვრულია შესაბამისი ამოცანები და შესრულების საზომი ინდიკატორები: 17 მიზანი მოიცავს 169 ამოცანას და 231 ინდიკატორს.
მდგრადი განვითარების #მიზნების_შესრულების გლობალური და ინდივიდუალურად ქვეყნების პროგრეს-ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება. მიმდინარე შედეგებით, #საქართველო 59-ე ადგილზეა მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის: https://dashboards.sdgindex.org/rankings , საქართველოს ჯამური ინდექსი – 73.67 ქულაა: https://dashboards.sdgindex.org/profiles/georgia . დეტალურად საქართველოზე მისადაგებული გლობალური ამოცანები და მათი შესრულების ანგარიშები: https://sdg.gov.ge/intro
სახელმწიფო პროფესიული #კოლეჯი_ქართლის ფუნქციონირების დაწყება ხაშურის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულად შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს #ხარისხიანი_განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის https://georgia.un.org/ka/sdgs/4
კოლეჯი იზიარებს გაეროს იდეალებს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით და საკუთარი პლატფორმით, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული გლობალური მიზნების შესაბამისი ლოკალური მიზნების ხაშურის მუნიციპალურ დონეზე მიღწევის ამოცანების განხორციელებაში: #ხაშურის_მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი თვითმმართველი ერთეულია საქართველოში, რომელიც ამზადებს ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტს (VLR), ადგილობრივი განვითარებისა და მდგრადი განვითარების მიზნების-#SDG2030 მიღწევის შეფასებისათვის.
#პროფესიულ_განათლებას_მნიშვნელოვანი_როლის შესრულება შეუძლია მუნიციპალიტეტის, შიდა ქართლის რეგიონისა და, შესაბამისად, ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის შემცირებაში: #ხარისხიანი_პროფესიული_განათლება ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, უმუშევრობის შემცირებას, ღირსეულ დასაქმებას, ინოვაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, “მწვანე” ტრანსფორმაციას, სოციალურ ჩართულობასა და მოსახლეობის კეთილდღეობას.

24.10.2025