კოლეჯ „ქართლში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო

10.11.2025

#დღეს_კოლეჯ_ქართლში_ახალი_სასწავლო_წელი_დაიწყო

პროფესიული მომზადების პროგრამების მსმენელებს, მასწავლებლებს და კოლეჯის ადმინისტრაციას სწავლის დაწყება მიულოცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – პაატა ჩადუნელმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – ნინო ლიპარტელიანმა, კოლეჯის პარტნიორის – ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების – საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველმა- ლელა გელაშვილმა, კოლეჯის პარტნიორის – სს “ენერგო პრო ჯორჯიას” ხაშურის მომსახურების ცენტრის მენჯერმა – პაატა ბარბაქაძემ.

კოლეჯის დირექტორმა-ხათუნა ლობჟანიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია #პროფესიული_განათლების სისტემის, კოლეჯის მიღწევების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ კოლეჯში მიმდინარე პროფესიული პროგრამები ეფუძნება ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების ნუსხაშია – შესაბამისად, #სწავლა_სრულად_დაფინანსდა_სახელმწიფოს_მიერ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაესაუბრა პროფესიული განათლების მასწავლებლებს და მსმენელებს.

შეხვედრაზე დაისახა სამომავლო ურთიერთობის გეგმები ხაშურის მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო კომპანიების, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობით #შრომის_ბაზარზე_პრიორიტეტულად_მოთხოვნადი, დეფიციტური პროფესიების შემსწავლელი ახალი პროგრამების შემუშავებისა და ხარისხიანი სასწავლო პროცესის განხორციელების ხელშესაწყობად, კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების მხარდასაჭერად.

#პროგრესი_შეუქცევადი_პროცესია

მომდევნო მიღება კოლეჯში 2026 წლის გაზაფხულზე გამოცხადდება

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური