512691160_122192770586288171_9036097696241072463_n

ჩვენი კურსდამთავრებული – ონისე ქიმერიძე

ონისე ქიმერიძემ ავტომობილებისადმი ინტერესით კოლეჯი “ქართლის“ პროფესიული მომზადების პროგრამა #საავტომობილო_შიგაწვის_ძრავების_კვების_სისტემის_სერვისი აირჩია და დღეს უკვე #სერტიფიცირებული სპეციალისტია.

ონისემ თავისი არჩევანით დაამტკიცა, რომ პროფესიული განათლება მისთვის შესაძლებლობების რეალიზებასთან, დასაქმება-თვითდასაქმებასთან და #სტაბილურ_მომავალთან რეალურადაა დაკავშირებული: იგი სტაჟირებას გადის ერთ-ერთ ავტოსერვისის სახელოსნოში, დასაქმების პერსპექტივით.

გთავაზობთ #ინტერვიუს ონისესთან:

ონისე, რა იყო თქვენი მთავარი #მოტივაცია სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯ “ქართლში” ავტოსერვისის მიმართულების პროგრამაზე სწავლის გადაწყვეტილების მიღებისას?

ბავშვობიდანვე მქონდა #ინტერესი ავტომობილების მიმართ, თუმცა, კოლეჯში სწავლის არჩევანი უკვე გაცნობიერებულად, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე და ჩემი უნარების პრაქტიკულად განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო.

როგორ შეძელით თეორიული #ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნა ამ მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში?

#პროგრამის სტრუქტურა იმდენად კარგად იყო აწყობილი, რომ თეორიული ცოდნა ყოველდღიურად ინტეგრირდებოდა პრაქტიკულ სამუშაოში. სასწავლო #პრაქტიკის პროცესში ვიყენებდით რეალურ საავტომობილო ძრავებსა და სხვადასხვა დეტალებს, რაც გვაძლევდა შესაძლებლობას განმტკიცებულიყო დარგობრივი ცოდნა და ჩამოგვეყალიბებინა პრაქტიკული პროფესიული უნარ-ჩვევები. ჩვენი ჯგუფის მაღალკვალიფიციური #მასწავლებლების – ვლადიმერ ფიდორიშჩენკოსა და დავით ხაჩიძის მხარდაჭერამ პროგრამის მასალების სათანადოდ ათვისებაში და მათმა ინდივიდუალურმა მიდგომებმა დიდი როლი შეასრულეს ჩემი და ჩემი ჯგუფელების პროფესიულ განვითარებაში.

რა იყო თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი ან #არასტანდარტული_მიდგომა, რომელსაც კოლეჯში სწავლისას შეხვდით?

განსაკუთრებით დამამახსოვრდა მასწავლებელთა ეს მიდგომა: გვაძლევდნენ საშუალებას #დამოუკიდებლად მიგვეღო გადაწყვეტილებები კონკრეტული ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად. ამით გვიჩენდნენ მეტ #პასუხისმგებლობას, გვაჩვევდნენ #სწრაფ_რეაგირებასა და #გუნდურ_მუშაობას, რაც თანამედროვე სამუშაო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენციაა.

რამდენად ხედავთ #მომავალში თქვენს თავს ამ დარგში?

ჩემი თავი სრულად წარმომიდგენია ამ სფეროში. კოლეჯში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვარ. უკვე დამოუკიდებლად შემიძლია რეალურ სამუშაო გარემოში საავტომობილო ძრავის შეკეთება და სხვადასხვა ავტო-სერვისის შესრულება.

რას გეგმავთ #პროფესიული_განვითარებისთვის და რას ურჩევდით მათ, ვისაც კოლეჯ “ქართლში” იგივე პროგრამაზე სწავლა სურს?

რა თქმა უნდა, ვგეგმავ პროფესიულ ზრდას – როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას და გამრავალფეროვნებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას. ვფიქრობ, რომ სწავლის პროცესი #უწყვეტი უნდა იყოს, განსაკუთრებით ტექნიკურ დარგებში, რომელიც თავისთავად სწრაფად ვითარდება და ფეხის აწყობა ჭირდება. მათ კი, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი, ვურჩევდი – თუ რეალურად გსურთ პროფესიის შესწავლა და არა მხოლოდ თეორიული ინფორმაციის მიღება, კოლეჯი “ქართლი” #იდეალური_გარემოა პროფესიული განვითარების დასაწყებად.

#განათლება_გვაძლიერებს

#პროფესიულიგანათლება

#კოლეჯიქართლი

#ხაშური

25.06.2025

სხვა წარმატების ისტორიები

15.12.2025 #კოლეჯი_ქართლი_ავტორიზებულია! პროფესიული განათლების მოქმედი რეგულაციების მიხედვით, 2025 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო პროფესიულმა კოლეჯმა – “ქართლი” მიიღო #პირველი_ინსტიტუციური_ავტორიზაცია 6 წლის ვადით. #ავტორიზაციის_მიმნიჭებელი_ორგანო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით “განათლების ხარისხის განვითარების” შესახებ საქართველოს

07.11.2025 გრძელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის #სასკოლო_საზოგადოებისა და #სახელმწიფო_პროფესიული_კოლეჯი “ქართლის” ურთიერთობა #პროფორიენტაციის_კვირეულის ფორმატში ჩვენს კოლეჯს ამჯერად სტუმრობდნენ სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის #დაბა_სურამის_1_ლი_საჯარო_სკოლის წარმომადგენლები კოლეჯის #პროფესიული_ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა –

10.11.2025 #დღეს_კოლეჯ_ქართლში_ახალი_სასწავლო_წელი_დაიწყო პროფესიული მომზადების პროგრამების მსმენელებს, მასწავლებლებს და კოლეჯის ადმინისტრაციას სწავლის დაწყება მიულოცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – პაატა ჩადუნელმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – ნინო ლიპარტელიანმა, კოლეჯის პარტნიორის – ა(ა)იპ

23 ოქტომბერი – 4 ნოემბრის პერიოდში კოლეჯ “ქართლში” ჩატარდა პროფესიული განათლების სისტემის რეგულაციებით განსაზღვრული #მოტივაციური_გასაუბრებები კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ყველა პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებთან. #სწავლით_დაინტერესებულმა_პირებმა საკონკურსო კომისიასთან (რომელიც შედგებოდა