23 ოქტომბერი – 4 ნოემბრის პერიოდში კოლეჯ “ქართლში” ჩატარდა პროფესიული განათლების სისტემის რეგულაციებით განსაზღვრული #მოტივაციური_გასაუბრებები კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ყველა პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებთან.
#სწავლით_დაინტერესებულმა_პირებმა საკონკურსო კომისიასთან (რომელიც შედგებოდა კოლეჯის ადმინისტრაციის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და კოლეჯის დარგობრივი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისაგან) ინდივიდუალურად #წარმოაჩინეს პროგრამებისა და პროფესიების არჩევის მიზნობრიობა, სწავლისათვის მზაობა და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმება-თვითდასაქმების გეგმები.
#სწავლა_10_ნოემბრიდან_დაიწყება პროფესიული მომზადების პროგრამებზე:
- ხელით ელექტრო რკალური შედუღება
- ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები
- სანტექნიკური სამუშაოები
- ხე-ტყის დამზადება და ტყის დაცვის სამუშაოები
- ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოება
პროგრამებზე #სწავლა_უფასოა – სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ (ააიპ “პროფესიული უნარების სააგენტო“)
#პროგრამის_დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – #სერტიფიკატი












