კოლეჯ „ქართლში“ პროფესიული მომზადების პროგრამის „შშმ პირის, ბავშვის ასისტირება“ – ფარგლებში აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრებები მიმდინარეობს.
გასაუბრებების მიზანია აპლიკანტთა მოტივაციის, ინტერესებისა და პროფესიის დაუფლების სურვილის შეფასება, ასევე აღნიშნული მიმართულებით სწავლისა და პრაქტიკული უნარების შეძენისთვის მათი მზაობის განსაზღვრა.
კოლეჯი „ქართლი“ მადლობას უხდის თითოეულ აპლიკანტს გამოჩენილი ინტერესისთვის და ყველას წარმატებას უსურვებს.












