საინფორმაციო შეხვედრები კოლეჯ „ქართლის“ მსმენელებთან და სტუდენტებთან.
აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები , რომელთა მიზანია ცნობიერების ამაღლება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
მორიგი შეხვედრის ფარგლებში, სსიპ კოლეჯ „ქართლის“ იურისტმა, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა, ნატო ხრიკულმა მსმენელებს გააცნო პროფესიული განათლების სექტორში სტუდენტისა და მსმენელის უფლებებისა და მოვალეობების სამართლებრივი საფუძვლები, მათი დაცვის მექანიზმები და პრაქტიკული მაგალითები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკუთარი უფლებების ცოდნის, პასუხისმგებლობების გააზრებისა და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობას.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და საკუთარი უფლებების მცოდნე აუდიტორიის ჩამოყალიბებას.



