რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

📕 კოლეჯი „ქართლი“ აცხადებს რეგისტრაციას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
💻 რეგისტრაციის პერიოდი: 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით.
🟩 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აირჩიონ პროფესიული განათლება, დაეუფლონ მოთხოვნად სპეციალობას და ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობით.
🟩 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია:
🔸ონლაინ პლატფორმის საშუალებით: online.naec.ge
🔸 ადგილზე: ქ. ხაშური, ახალი ბანას ქ. №15
🟩 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აბიტურიენტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა გადაიხადონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური, რის შემდეგაც რეგისტრაციის დასრულება შესაძლებელი იქნება 11 მაისის 18:00 საათამდე.
🎯 არ გამოტოვოთ შესაძლებლობა – მიიღეთ ხარისხიანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება.
🟩 იხილეთ რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია, რომელიც ასახავს პროცესის ძირითად ეტაპებს – https://www.facebook.com/reel/1277121003797355
🟩 დეტალური ინფორმაცია იხილეთ „ცნობარში აბიტურიენტებისთვის“: https://www.naec.ge/#/ge/post/3538
🟩 აირჩიე კოლეჯი კოლეჯი “ქართლი“ (კოდი: #316)